13 დეკემბერს, 01:29 საათზე, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრე 5 მაგნიტუდას შეადგენდა.
რუსული მედია წერს, რომ ბიძგები დაღესტანში, ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთშიც იგრძნობოდა. ამ ეტაპზე უცნობია გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა ჩეჩნეთში.