Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად ტრენინგების ციკლს იწყებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად ტრენინგების ციკლს იწყებს

127
111

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ინიციატივა „მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში“ მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

კონკურსისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (თბილისის გარდა) მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმეები შეირჩევიან, რომლებიც მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს გაივლიან და სამეწარმეო უნარებს დახვეწენ. მათ, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ წამყვანი სპეციალისტების ინდივიდუალური კონსულტაციები და მენტორინგის საათები.

პროექტის მონაწილეები ცოდნასა და კომპეტენცია შემდეგი მიმართულებებით აიმაღლებენ:

  • მარკეტინგი და ბრენდინგი;
  • ელექტრონული კომერცია და ციფრული მარკეტინგი;
  • გაყიდვების ტექნიკები;
  • ბიუჯეტირება და ფინანსური ინსტრუმენტები;
  • გრანტების მოძიება.

ტრენინგების ხანგრძლივობაა 3 თვე.

აგრობიზნესის/აგროტურიზმის მიმართულებით მეწარმეებს განაცხადის შევსება შეუძლიათ შესაბამის ბმულზე, ზოგად სამეწარმეო სექტორში ჩართულ პირებს კი რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 22 თებერვალი.