საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავსტრიიდან ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს მასპინძლობს.
საქართველოს, პრესტურის ფარგლებში, პოპულარული სათხილამურო გამოცემის downdays.eu ჟურნალისტი კრისტიან შტადლერი, ცნობილი მოთხილამურე და ინფლუენსერი ტაო კრაიბიხი, ასევე ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და ინფლუენსერები: კლემენს ბართლი, გაბრიელ კოშიერი და სტი გორენგი ეწვივნენ.

ინფლუენსერებმა სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ სათხილამურო ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოიარეს მესტია და უშგული. ისინი თეთნულდიდან და უშბიდან თხილამურებით დაეშვნენ.

აღსანიშნავია, რომ სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ ვიდეორგოლები, სიუჟეტები, პოსტები, სთორები სოციალურ ქსელებში განთავსდება, ხოლო გამოცემისთვის downdays სტატია მომზადდება.
