LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

27

საქართველოს 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი რამდენიმე თვის წინ შვეიცარიაში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს ჯან ფრანკო კასპერს შეხვდა და საქართველოში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ესაუბრა.

„ჩვენ გავუკეთეთ ბატონ კასპერს პრეზენტაცია საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია, რომლებმაც შეაფასეს ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა და ჩვენი ინფრასტრუქტურა იმ მოთხოვნების შესაბამისად ჩათვალეს, რაც ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო ჩემპიონატს აქვს. რა თქმა უნდა, გარკვეული სამუშაო გასაწევი გვაქვს 2023 წლისთვის, მაგრამ მთავარია, რომ ყველა პარამეტრით ჩვენი კურორტები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარებისთვისაა საჭირო. ჩვენთვის ძალიან მაღალი დონის ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებმა, ჩვენმა ბავშვებმა უფრო მეტად ისიამოვნონ ზამთრის სპორტის სახეობებით“, – განაცხადა პრემეირ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები