2018 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” 7.1 % –ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა.
2018 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 155 282 ფრენა შესრულდა. აღნიშნული მაჩვენებელი 10 245 ფრენით და 7.1%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე.
გაზრდილია როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობა. 2018 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 106 639 ტრანზიტული ფრენა განხორციელდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 913 ფრენით, ანუ 2.8% -ით მეტია.
შპს “საქაერონავიგაცია” გასულ წელს საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 48 643 აფრენა – დაფრენას მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 7 332 ფრენით, ანუ 17.7%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენმა დისტანციამ 2018 წლის განმავლობაში 42 036 723 კმ. შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 450 688 კმ-ით და 1.1%-ით მეტია.
საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების პარალელურად ნაფრენი მანძილის შემცირებას, კომპანიის მიერ დანერგილი თავისუფალი საჰაერო მარშრუტების კონცეფცია განაპირობებს. მოკლე საჰაერო მარშრუტების არსებობა თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროის, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე.