LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9 %-ით გაიზარდა

93

2018 წლის იანვარ – აგვისტოს პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 9%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2018 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 101 215 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 319 ფრენით ანუ 9%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის იანვარ – აგვისტოს  პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 69 912 ფრენა შეადგენ, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 4.2% -ით (2 791 ფრენით) მეტია.

საქართველოს სამივე საერთაშორისო და ორი ადგილობრივ აეროპორტში აფრენა-დაფრენის რაოდენობამ 31 303 ფრენა შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 528 ფრენით, ანუ 21.4%-ითა არის გაზრდილი;

საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი – აგვისტოს პერიოდში შეადგენს 27 859 000 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 316 656 კმ-ით და 1.1%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ:TURKISH AIRLINES (11,709), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(4,296), QATAR AIRWAYS (3,884), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (2,850).

საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევGEORGIAN AIRWAYS ,( 5 092) TURKISH AIRLINES (2,893), WIZZ AIR HUNGARY (2,289), FLYDUBAI (1,613), QATAR AIRWAYS(1,320) დაფიქსირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები