LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვთან შეხვედრას არ გამორიცხავს

44

”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” მიხეილ ჯანელიძე, შესაძლოა, სერგეი ლავროვს შეხვდეს, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, შეხვედრა შესაძლებელია შედგეს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის ფორმატები, რათა მოხერხდეს რუსეთთან დაძაბულობის ხარისხის შემცირება, მთავრობამ გაატაროს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, უზრუნველყოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სტაბილური გარემოს შექმნა, რათა გატარდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ განვითარებას. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.