LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებიან ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში

56
saberdzneti-saqartvelo-w-h

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს და აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებიან ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს დახურონ კარებები და ფანჯრები.

„ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში მიმდინარე ხანძრის გამო, მოგიწოდებთ დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარია, რის გამოც ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები