2018 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედ სამ ავიაკომპანიას – Turkish Airlines-ს, Georgian Airways-ს და Wizz Air-ს თანაბარი 11%-იანი წილები აქვთ. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასეთია:
- ავიაკომპანია Turkish Airlines – 440 060 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Georgian Airways – 433 805 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Wizz Air– 425 991 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Ural Airlines – 219 245 მგზავრი 6%
- ავიაკომპანია Fly Dubai – 203 073 მგზავრი 5%