LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს საავადმყოფოები მზად არაა ეპიდემიისთვის, ისინი მზად არიან ფულის შოვნისთვის” – გიორგი ფხაკაძე

5766
fxaladze 2

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს , სადაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს და კონკრეტული არგუმენტებით ხსნის, რა პრობლემებია ამ მიმართულებით. ის თვლის, რომ საქართველოში “ლოქდაუნი” უნდა გამოცხადდეს.

“საქართველო უნდა ჩაიკეტოს – ამას რატომ ვამბობ. ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არაა. ჯანდაცვის სისტემა არ არის მხოლოდ საავადმყოფო. ღერძი არის ექთნები და სანიტრები. ჩვენ გვაქვს ვირუსი, რომელიც ძალიან საშიშია და ამას ემატება საავადმყოფოები, რომლებიც ამისთვის მზად არ არიან…

არანაირი კონტროლი არ არსებობს საავადმყოფოების. მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ვერც ერთი ქართულ საავადმყოფოში ვერ ჩამოყალიბდა ის მინიმალური ხარისხის კონტროლი, რაც უნდა იყოს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მენეჯმენტი არ ვარგა, ისინი არ არიან მზად ეპიდემიებისთვის, ისინი მზად არიან ფულის შოვნისთვის. იმისთვის, რომ ძვირადღირებული სერვისები შემოგთავაზონ, რაც არ გჭირდებათ. ჯანდაცვა არის მთლიანად ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჯანდაცვა უნდა იყოს პოლიტიკის გარეშე. ეს არის კომუნისტური, საბჭოთა ჯანდაცვა და  ეს არის კრიმინალი. 

კერძო საავადმყოფები არ უშვებენ პაციენტებს, კოვიდიანი ხარ და კოვიდ ცენტრში წადიო. ეს არის კრიმინალი. რა უფლებით ამბობ უარს, მე ვარ ავად… იქ ხომ არ მივდივარ პურის საყიდლად ან საცეკვაოდ, ეს არის საავადმყოფო. ამას რა ჰქვია ? ეს არის კრიმინალი” – ამბობს ვიდეოში გიორგი ფხაკაძე.