LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზის ორ თანამშრომელს რელსები დაეცა – ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

183
61389210_2674904562538171_2057047437930921984_n

“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლებს ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირსა და მჭედელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცა,- ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულები ამჟამად ზესტაფონის საავადმყოფოში არიან გადაიყვანილნი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის, ვახტანგ ლაშხის ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით დილით, 09:10 საათზე შემიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ დაშავებულმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო. ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი პროფორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას მოჰყვა.

რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, კომპანია ვალდებულია საწარმოებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები დანიშნოს და მომხდარის მოკვლევის პროცესში დასაქმებულთა წარმომადგენელი ჩართოს.

“მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, სახელმწიფოს 100% წილის მქონე კომპანია – საქართველოს რკინიგზა, ამ დრომდე არ უზრუნველყობს პროფკავშირის შესაბამის ინფორმირებულობას და ჩართულობას პროცესში, რაც თავის მხრივ კანონის უხეში დარღვევაა.

საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ამ და სხვა უკანონო საქმიანობას, რაც შრომის უსახფრთხოებისა და შრომითი პირობების უგულებელყოფას უკავშირდება, სახელმწიფოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს,”- აღნიშნავენ პროფკავშირში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები