LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზის ოპერატორებმა ეფექტური მომსახურების ტრენინგი გაიარეს

40
რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ თანამშრომლებმა ერთთვიანი ტრენინგი გაიარეს.

ქოლცენტრის ოპერატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – ,,112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სასწავლო დაწესებულების ტრენერებმა გადაამზადეს. ეფექტური მომსახურება და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები – ტრენინგი ამ საკითხებს დაეთმო.

რკინიგზის თანამშრომლები მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს და კონფლიქტური სიტუაციების მართვის პრინციპებს გაეცნენ. სწავლების დასრულების შემდეგ, მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები