LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს რკინიგზა“ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს

14STADLER

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის(808/807)მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს.

ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა დ ათბილისი-ოზურგეთი- თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავროშემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 – გასვლა 08:50, ჩასვლა 14:43, გამოსვლა 17:05, ჩამოსვლა 22:45.

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 – გასვლა 10:30, ჩასვლა 15:30, გამოსვლა 17:10, ჩამოსვლა 22:05.

„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები