LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დელეგაციას მასპინძლობს

1120
ფოტო

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით სომხეთის რკინიგზის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე წლის 5 თვის ერთობლივი მუშაობის შედეგები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლის პირველ 5 თვეში, საქართველოს რკინიგზის გავლით სომხეთიდან ტრანზიტული 180,7 ათასი ტონა ტვირთი,  ხოლო 274,4 ათასი ტონა იმპორტირებული ტვირთი არის გადაზიდული. მეზობელი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ტვირთების გაზრდის მიზნით, პერმანენტულ სამუშაოებს განახორციელებენ, ასევე მოქნილ სატარიფო პოლიტიკასა და ტრანსპორტირების ვადების შემცირებაზე იმუშავებენ.

შეხვედრაზე მხარეებმა გადაზიდვის პროცესის ავტომატიზაციისა და გაციფრულების საკითხებზეც იმსჯელეს. ასევე, განიხილეს სამგზავრო გადაყვანები. სტატისტიკის თანახმად, ადმინისტრაციებმა მიმდინარე წელს თბილისიდან ერევნის მიმართულებით და პირიქით, ათი ათასზე მეტი მგზავრი  გადაიყვანეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზაფხულში მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ქვეყნებს შორის რეისების რაოდენობა დაემატება.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოსა და სომხეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა შეხვედრის ოქმს ხელი მოაწერეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთგამოცდილების გაზიარების პროცესი გაგრძელდება და სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები