LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის – გაეცანით განრიგს

104
de0bbb2f-4618-4484-afba-8b2796a4582c

საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის და ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას აფრთხილებს.

„ძვირფასო მგზავრებო! როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს.

9 ნოემბრიდან, მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების  მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა,  თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები