LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა 2 დღით რეისებს აუქმებს

93

საქართველოს რკინიგზა 2 დღით რეისებს აუქმებს. მიზეზი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 7 ნოემბერს ქუთაისიდან და 8 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი.  „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები