LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინის მხარდამჭერი ანონსი ევროპის რაგბის კავშირმა წააშლევინა: რუსული მედია

168
Untitled design (3)

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშე აცხადებს, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა საქართველო-რუსეთის მატჩის უკრაინულად დაწერილი ანონსი მას შემდეგ წაშალა, რაც კავშირს ევროპის რაგბის ფედერაციამ მიმართა.

ამის შესახებ ანტონ ხალიზოვი რია ნოვოსტისთან საუბრობს და ამბობს, რომ ასეთი პუბლიკაციები მიუღებელია.

საუბარია 27 თებერვალს, საქართველოსა და რუსეთის ნაკრების შეხვედრის ანონსზე, რომელიც რაგბის კავშირმა გუშინ სოციალურ ქსელში უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა.

“ფედერაციის ხელმძღვანელობამ რაგბი ევროპას თხოვნით მიმართა, რომ ეს სიტუაცია შეესწავლა. გვითხრეს, რომ ასეთი პუბლიკაციები მიუღებელია, ეს არის წესების დარღვევა.

რაგბი ევროპამ ქართულ მხარეს სთხოვა ამ პლაკატის მოხსნა. რაგბი ევროპა მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას მსგავსი პუბლიკაციების მიუღებლობასთან დაკავშირებით”, – თქვა ხალიზოვმა.

საკითხის გასარკვევად “ფორტუნა” საქართველოს რაგბის კავშირს დაუკავშირდა. კავშირში ადასტურებენ, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული ანონსი წაიშალა, თუმცა რის საფუძველზე წაიშალა, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.

 

 

პოსტერზეა აღნიშნულია, რომ სტადიონზე მაყურებელთა 50% დაიშვება, ასევე მითითებულია შეხვედრის დრო და ადგილი.

შეგახსენებთ, საქართველო რუსეთის ნაკრებს რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში 27 თებერვალს დაუპირისპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები