LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პირი შეიწყალა

100

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 226 პირი.

ამათგან, 154 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 8 ქალი და 1 არასრულწლოვანი. დანარჩენ 72 მსჯავრდებულს, რომელთაგან 3  ქალი და 2 არასრულწლოვანია, შეფარდებული სასჯელი სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება.

„2016 წლის 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1 585 პირის საქმე.

შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად, 2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 154 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები