საქართველოს პრეზიდენტის სასახლე საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა. პარიზში დატრიალებული ტრაგედიის სოლიდარობის ნიშნად, დღეს საფრანგეთის დროშის ფერებში თბილისის საკრებულოს შენობაც განათდა.
გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი კი დაშავდა.