LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე მივიდა

78

არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით კრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის ქალიშვილთან ერთად მივიდა. დაკრძალვას ესწრებიან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.

ტატუნაშვილის ოჯახს დღეს მიუსამძიმრეს ყოფილმა-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, მინისტრებმა, პარლამენტის წევრებმა, თბილისის მერმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები