საქართველოს პორტებში ტვირთები გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ნავსადგურები იანვარ-აპრილში 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. ზრდა წლიურ ჭრილში 0.5 მლნ ტონაა. გაზრდილია ტვირთბრუნვა როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში. ჯამში პორტებზე საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის 31 % მოდის.
ასევე გაზრდილია ტვირთები რკინიგზაზეც. მიმდინარე წელს კერძოდ, „საქართველოს რკინიგზა“ 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია საკონტეინერო ტვირთბრუნვაც – გასულ წელთან შედარებით, ჯამში 6.5%-ით.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ოთხ თვეში ე.წ “ტრაილერების” გატარებით ბიუჯეტში კონტრიბუციამ 23 მილიონზე ლარს გადააჭარბა და შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 16.8%-ია.