პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR“ ორგანიზებით, საქართველოში ღვინის პოლონელი პროფესიონალების ტური ჩატარდა.
ტურის ფარგლებში სტუმრები კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაათვალიერეს, ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები.
პოლონელი სტუმრებისთვის თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია, ე.წ. „Walkaround Tasting“ გაიმართა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ღვინის ქართველმა მწარმოებლებმა პოლონელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს .
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ადგილი სტაბილურად დაიმკვიდრა.