გუშინ ჰუალინგის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე წყვილთა რბოლაში საქართველოს პირველობა დაიწყო. ტურნირის პირველი დღე რეკორდული აღმოჩნდა, რაც მრბოლელების სიმრავლეში გამოიხატა. როგორც ცნობილია, ჩემპიონატში მონაწილეობას 100-მდე ავტომრბოლელი იღებს.
ჩემპიონატის პირველი ეტაპი სწორედ ჰუალინგის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა. ტურნირი სპეციალური ექსტრემალური მოტო-შოუთი გაიხსნა.
ჩემპიონატის ორგანიზატორი Mitsubishi Club Georgia გახლავთ. ტურნირში გამარჯვებული 6 ეტაპის შემდეგ, დაგროვილი ქულათა მიხედვით გამოვლინდება.
აღსანიშნავია, რომ პირველობას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. ჰუალინგის საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობის პროტესტის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის ნაადრევად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.