LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში, მეორე ტური

19

შაბათს, 5 მარტს წყვილთა რბოლაში საქართველოს პირველობის პირველი ეტაპის მეორე ტური გაიმართება.

პირველი ტურისგან განსხვავებით, რომელშიც მონაწილეობა 100-ზე მეტმა მრბოლელმა მიიღო თბილისის მაგიერ, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება.

ღონისძიება დაიწყება პროფესიონალების კატეგორიით. თანმიმდევრობა: E – პროფესიონალთა კლასი RWD, FWD, D – პროფესიონალთა კლასი AWD, B კლასი (მოყვარულები) FWD და C კლასი (მოყვარულები) AWD.

შეგახსენებთ, რომ უკანაწამყვანთვლიანი კლასი დასრულებულია და გამარჯვებულების დაჯილდოვება შაბათს მოხდება.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის ღირებულება, რომელიც 8-დან 10 საათამდე გაიმართება 40 ლარს შეადგენს. ხოლო ისინი, ვინც რეგისტრაციას დაიგვიანებენ 60 ლარად შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები