LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა და მოხსენებას წაიკითხავს

81

სულ რამდენიმე დღეში,  17-19 ივლისს საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა და უფრო მეტიც, ის საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტზე, სიტყვით გამოვა.

თბილისში სამიტზე მყოფებს სოფია სიტყვით 18 ივლისს დაგეგმილი სესიის ფარგლებში, „ინოვაციები საჯარო სერვისებში“, მიმართავს. სესიაზე ასევე, ისაუბრებენ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე.

აღნიშნული სესიის ერთ-ერთი განსახილველი იქნება ის, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივა 75 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობს.

სოფია არის Hanson Robotics-ის მიერ 2018 წელს შექმნილი რობოტი, რომელსაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. სოფიას შეუძლია საუბარი და ემოციის გამოხატვა. ის შექმნის დღიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, ხვდება სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები