LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პირველ ლედის მისი ძმის საქმეზე გამოძიების ეფექტურობის და სამართლიანობის იმედი აქვს

76

საქართველოს პირველ ლედის, მისი ძმის საქმეზე გამოძიების ეფექტურობის და სამართლიანობის იმედი აქვს. მაკა ჩიჩუა იმედოვნებს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ მისი ძმა კრიმინალი არ არის. “ჩემი ძმა დილიდან საღამომდე ზის და ხატავს. არის მხატვარი და ძალიან უყვარს თავისი საქმე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
მგალობლიშვილს სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები