საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ 25-27 მარტს თბილისის გრან პრიზე გამომსვლელი შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი გრან პრიზე თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა – მწვრთნელები დასვენების საშუალებას მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილს და ვარლამ ლიპარტელიანს აძლევენ.
ჩვენი გუნდი დასკვნით შეკრებას დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში გადის. თბილისურ ტურნირზე 73 ქვეყნის, 451 ძიუდოისტი დარეგისტრირდა (272 ვაჟი, 179 ქალი), თუმცა ეს მონაცემები შეიძლება შეიცვალოს. ოღონდ, მხოლოდ უმნიშვნელოდ.
შეგახსენებთ, თბილისის გრან პრის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს – ეს ტურნირი პირველად ჩატარდება სხვა დარბაზში, მისი მასპინძელი წლების განმავლობაში ძველი სპორტის სასახლე იყო. ახლა კი შეჯიბრებას უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სასახლე მიიღებს, ეს გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ და ქართულმა მხარემ ერთობლივად მიიღეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ვაჟები
-60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ივანე ჯავახიშვილი, ირაკლი კუპატაძე
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, გელა კელიხაშვილი
-73კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი
-81კგ – უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ლევან გუგავა
-90კგ – ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი
-100კგ – ალექსანდრე მსხალაძე, ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ლაშა ტაველური
+100კგ – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ლაზუაშვილი
ქალები
-52კგ – მარიამ ჯანაშვილი
-57კგ – სალ ომე აბაშიძე
-70კგ – ესტერ სტამი
+78კგ – ელენე ქებაძე
25 მარტი
-48კგ, -52კგ, -57კგ, -60კგ, -66კგ
26 მარტი
-63კგ, -70კგ, -73კგ, -81კგ
27 მარტი
-78კგ, +78კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.