LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრები ოპტიმალურ შემადგენლობას თავს ვერ უყრის

50

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთთან ამხანაგური მატჩისთვის ტალინში ემზადება. თავდაპირველად საქართველოს ნაკრებმა არასრული, 15-კაციანი შემადგენლობით „ფლორას“ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ჯაბა კანკავა, ლუკას ჰუფნაგელი, გიორგი ლორია და მათე ვაწაძე ტალინში ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩავიდნენ, შესაბამისად საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი მაკარიძეს ტალინში დღეს ელოდებიან. უჩა ლობჟანიძემ ესტონეთთან შეხვედრას გამოტოვებს და ნაკრებს ალბანეთში შეურთდება. ორ უახლოეს შეხვედრაში ტრავმის გამო სოლომონ კვერკველია ვერ ითამაშებს. „რუბინის“ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ფეხბურთელმა „კრილია სოვეტოვთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს. კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით ეროვნულ გუნდს თბილისის ”დინამო” წევრი გიორგი გველესიანი შეურთდება.

ტალინში ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ სფფ-ის ოფიციალურ ვებ გვერდთან მოკლე კომენტარი გააკეთა კახა ცხადაძემ:
„სამწუხაროდ კიდევ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს. ესტონეთთან და ალბანეთთან დაპირისპირებაში მჭედლიძე, ანანიძე, კვეკვესკირი ვერ დაგვეხმარებიან, როგორც ცნობილი გახდა ვერ დაგვეხმარება საბა კვერკველიაც. ეს დიდი დანაკლისია, რადგან საკმაოდ კარგი დონის გუნდებს ვეთამაშებით. მთავარია მომავალ ორ მატჩში ყველა ფეხბურთელს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ დავინახოთ, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ და გვაინტერესებს, ჩვენ რა დონეზე ვართ. კარგია, რომ მათთან სპარინგის საშუალება მოგვეცა. ჩემი მიზანია თამაში დავხვეწოთ“, – ამბობს კახა ცხადაძე.

ესტონეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 11 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები