LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში განახლებული 5-ლარიანი გავიდა

114

1 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა მედიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში მიიწვია და  განახლებული 5 ლარის ბანკნოტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს – ავერსზე გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ბანკნოტის უკანა მხარეს – რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – “მეთევზე წითელ პერანგში” და “კალო”. ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

შეგახსენებთ, 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან. რაც შეეხება განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს ის მოგვიანებით განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები