LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობას შეუძლია არჩევნებამდე გამოასწოროს საერთაშორისო ინდექსი

128
-კონტროლის-ალიანსი-1519369870

საქართველო ლიდერობს ქვეყნებში, სადაც მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიას ზეგავლენის უფლებას აძლევს. პირველ ადგილზე იაპონიაა. „იაპონური თამბაქოს კომპანიაში“ მთავრობა მნიშვნელოვანი წილის მფლობელია. მეორე და მესამე ადგილებს იორდანიის სამეფო და საქართველო ინაწილებენ.

უახლოეს ხანებში გახმოვანდება თამბაქოს ჩარჩო კონვენციის წევრ 35 ქვეყანაში თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მთავრობის საქმეებში ჩარევისა და მათზე ზეგავლენის საერთაშორისო ინდექსი. საქართველო ამ პროცესში, წელს პირველად ჩართეს და სავალალო მაჩვენებლით დაფიქსირდა.

ინდექსი განისაზღვრება თამბაქოს ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის აღსრულების მიხედვით, რამდენად ცდილობს მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენის აღმოფხვრას. ამ პროცესში დახმარების მიზნით, კონვენციის სამდივნომ შესაბამისი ცოდნის ჰაბ ცენტრი ჩამოაყალიბა და გასულ წელს კონვენციის მონაწილეთა საქმიანობის შეფასებაცდაიწყო.

თამბაქოს ინდუსტრიის მთავრობებზე ზეგავლენის გლობალური ინდექსი განისაზღვრება 7 ინდიკატორით, რომელთაგან თითოეული 20 საკითხს მოიცავს. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოში თამბაქოს ინდუსტრია ინტენსიურად და ფარულად ხვდება სამთავრობო დაწესებულებების მაღალი თანამდებობის პირებს და უარყოფით ზეგავლენას ახდენს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებზე, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კონსტიტუციური უფლებებებისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დასაცავად.

თამბაქოს ინდუსტრია მონაწილეობს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესასუსტებლად გამიზნულ საპარლამენტო პროცედურებში: „ფილიპ მორისმა“, გასულ წელს, პარლამენტში სამჯერ წარადგინა „თამბაქოს კონტროლის“ კანონის დამანგრეველი საკანონმდებლო წინადადებები. მოითხოვდნენ, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტებში რეკლამასა და პოპულარიზაციას, თამბაქოს ახალი პროდუქტების გასინჯვის დაშვებას. ადგილობრივმა თამბაქოს ბიზნესმა საერთოდაც პარლამენტის წევრების სახელით სცადა გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვება, რითაც ლეტალური პროდუქტი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა.

„ბრიტანულ-ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“ „ქართული მაღაზიების ასოციაციის“ სახელით მთავრობასა და პარლამენტში წარადგინა წინადადება, შიდა ხილვადობის აკრძალვის გადავადების შესახებ, რომელიც ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან. „ფილიპ მორისის“ წინადადება სამჯერვე უარყო პარლამენტმა, 15 გრამიანი შეფუთვის საკითხიც გაჩერდა და ვიმედოვნებთ, საერთოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან. „ქართული მაღაზიების ასოციაციას“ უარი უთხრეს ლეტალური პროდუქტის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე. სამწუხაროდ, მთავრობასა და პარლამენტზე სათამაშო ბიზნესის მაღალი ზეგავლენის გამო, 2019 წლიდან სლოტ-კლუბების ნაწილში მოწევა დაიშვა.

შეუზღუდავია თამბაქოს ინდუსტრიის კონტრიბუცია პოლიტიკური პარტიებისათვის. კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, თამბაქოს ინდუსტრია მონაწილეობდა ბიზნესთან შეხვედრებზე და სპეციალურ ფონდში თანხების შეტანა მათი კომპანიების უკანონო პოპულარიზაციისთვის გამოიყენეს. ამასთან, სამთავრობო გვერდზე უკანონოდ განთავსდა თამბაქოს ინდუსტრიის ლოგოები, რომლებიც მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის ჩარევით მოხსნეს.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების სერიოზულ ზეგავლენას მოწმობს ისიც, რომ საქართველოს მთავრობა უკვე ორი წელია არღვევს „თამბაქოს კონტოლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტი შეთანხმდა ყველა შესაბამის უწყებასთან და 2018 წლის ივნისში მიეწოდა მთავრობას დასამტკიცებლად, თუმცა დღემდე არც განუხილავთ.

ვიდრე თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნო, ოფოციალურად გამოაქვეყნებს ქვეყნების რეიტინგს და გაასაჯაროებს საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილ რეკომენდაციას, შესაძლებელია უახლოეს მთავრობის სხდომაზე მიიღონ უკვე შეთანხმებული წესი, რაც„ღია და გამჭვირვალე მმართველობის“ პირველი მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება. რეალურად საჯაროს და გამჭვირვალეს გახდის თამბაქოს ინდუსტრიასთან მთავარობის ურთიერთობებს და საერთაშორისო ინდექსში სამარცხვინოდანღირსეულადგილზე გადანაცვლების საფუძველი გაჩნდება.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები