LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობას ახალი წევრი ჰყავს – პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრი წარადგინა

511

ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა. მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ელოშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა და უწყების ყველა მნიშვნელოვან პროექტში აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი.

„იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი. ასე რომ, მინისტრობის გამოცდილებაც აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებით გაართმევს ამ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს თავს. მას აქვს გამოცდილება როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში, საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის. ვფიქრობ, რომ ილია იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები