საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. საუბარია რეისებზე, რომლებიც რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ხორციელდება.
სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს. საუბარია თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ს გარეშე).
დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ ავიაკომპანიასთან იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“, სომხეთში პარტნიორი ავიაკომპანიის ხელშეწყობით ახორციელებს.