Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოს მოსახლეობის 87% თვლის, რომ “უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის”: ვინ არის მტერი და ვინ იქნება გამარჯვებული? – “ეისითის” კვლევის შედეგები – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობის 87% თვლის, რომ “უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის”: ვინ არის მტერი და ვინ იქნება გამარჯვებული? – “ეისითის” კვლევის შედეგები

292
essss

როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა რუსეთ-უკრაინის ომს, რა მოლოდინები აქვთ, როგორ გამოხატავენ სოლიდარობას უკრაინის მიმართ და როდის და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს საომარი მოქმედებები – ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც კვლევის გლობალურმა კომპანიამ “ეისითი” მოქალაქეების გამოკითხვის დროს გაამახვილა ყურადღება.

კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 87% მიიჩნევს, რომ “უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის”.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სატელეფონო კვლევა 2022 წლის 4-6 მარტს ჩატარდა და 809 რესპონდენტი გამოიკითხა. შერჩევის ცდომილებამ კი 4.2 % შეადგინა.

კონკრეტული დებულებების სახით დასმულმა კითხვებმა უჩვენა, რომ:

◼  ქვეყნის მოსახლეობის 87% თვლის, რომ “უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის”;

◼  ქვეყნის მოსახლეობის 72% მოელის, რომ “თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება”.

მონაცემიდან გამომდინარე ცხადია, ადამიანური სოლიდარობის გარდა, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ გამოკითხულები უკრაინის გამარჯვებას ამ ომში.

◼  გამოკითხულების ნახევარი (51%) რუსეთის მხრიდან პრობლემებს მოელის ნებისმიერ შემთხვევაში.

მათი აზრით, “იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რუსეთი შეიძლება მაინც შემოიჭრას საქართველოში”. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის რუსეთს არ სჭირდება საგანგებო მიზეზი ან ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქვეყანას ტანკებით მოადგეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – 84% პირდაპირ ამბობს, რომ “რუსეთი მტერია”.

“მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11%-ს არ აღემატება. რუსეთის აღქმა სრულიად ერთგვაროვანია და მისი ბუნების შესახებ კითხვებს არ ტოვებს, შესაბამისად მოფიქრალი ადამიანების დიდი რაოდენობა კი გვაფიქრებინებს, რომ ეს თემა შიდა დაპირისპირებაზე მაღლა დგას და სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს აერთიანებს”.

რაც შეეხება მოლოდინს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, კვლევის შედეგების მიხედვით:

ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი (49%) მაინც არ ელოდა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე;

17% მოელოდა საომარ მოქმედებებს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში;

ყოველი მესამე გამოკითხული კი მოელოდა ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, კიევშიც (31%).

“3 გამოკითხულიდან 2 რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს (63%). 12%-ს პესიმისტური პროგნოზი აქვს და რუსეთის გამარჯვებას მოელის. ყოველი მეხუთე გამოკითხული დაბნეულია და არ იცის ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი (20%). არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება (5%).

10-დან 9 გამოკითხული გულშემატკივრობს უკრაინას და ომში მისი გამარჯვება უნდა (88%). რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად მცირე რაოდენობას – 1%-ს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები