LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობის 65% ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს – GORBI

274
ხალხი შტატებში

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, „ქართული ოცნების” მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს და ეთანხმებით თუ არა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას? „გორბის“ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა პოზიციები ასე გადანაწილდა:

სანქციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას ეთანხმება – 65%, არ ეთანხმება – 25 და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს 10%.

ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.

ამავე თემაზე:

„გორბის“ კვლევა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 52%, „ნაცმოძრაობას“ კი 23%

„გორბის“კვლევა: გამოკითხულთა 46% „ხალხის ძალის“ ქმედებებს და შეხედულებებს ეთანხმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები