LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსში დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ

219
Untitled design (4)

საქართველოს მოქალაქეებმა, შესაძლოა, ფინეთსა და კვიპროსში დასაქმება შეძლონ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინეთთან და კვიპროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს:

„უკრაინაში ომისა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციული პროცესების გამო, ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნებმა ცირკულარული მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერეს. ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებების ხელახალი გადაფასება ხდება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან უკვე შემდეგ ნაბიჯებს, თუმცა ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა.

ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ფინეთთან, ასევე კვიპროსთან. ცირკულარული მიგრაცია დამოკიდებულია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის საჭიროებაზე. შესაბამისად, სამუშაო ძალის საჭიროებაზე ხელახალი კვლევის შედეგებს ელოდებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ჩვენთვის ცნობილი, რა მოლოდინები აქვთ მათ. როგორც ვერ იტყვი უკრაინის ომს, რა ვადაში შეიძლება ჰქონდეს დასასრული, ასევე რთულია მიგრაციული პროცესების წინასწარ განჭვრეტა“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები