LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 1 მარტიდან შეეძლებათ

1063
unnamed (1)

გერმანიის საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს 1 მარტიდან შეეძლებათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლეგალურად  დასაქმება. ამისათვის კი საჭიროა ვიზა, რისთვისაც მსურველებმა თბილისში გერმანიის საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს უნდა მიმართონ.

“დროებითი ბინადრობის მისაღებად [6 თვე] გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობაა საჭირო. ამ თანხმობის მისაღებად რამდენიმე პირობა არსებობს: მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც გერმანელ დამსაქმებელთან უკვე გააფორმეთ, ასევე უმაღლესი განათლების ან ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი მოწმობა. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული განათლების ხანგრძლივობა მინიმუმ ორი წელი უნდა იყოს.

თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ში ლეგალურად დასაქმება შეგიძლიათ – „გაეცანით ამ შესაძლებლობებს”

ვიზის მიღება შესაძლებელია, ასევე  თუკი გერმანიაში გამგზავრება სასკოლო ან პროფესიული განათლების მისაღებად გსურთ. პროფესიული განათლების კურსებზე მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ B1-დონეზე გერმანული ენის ცოდნის დადასტურება. სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა კვირაში მაქსიმუმ 10 საათი.

საელჩოს მიერ გავცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვირაში 10 საათით მუშაობის უფლება გექნებათ მაშინაც, თუკი გერმანიის საელჩოს ეტყვით, რომ გერმანიაში სამუშაო ჯერ არ გიპოვიათ და გამგზავრება სამსახურის მოსაძებნად გსურთ. ამ პერიოდში თქვენ გამოსაცდელი ვადით მუშაობის უფლება გექნებათ.

ქართველების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმება ევროკავშირის დახმარებით მიიღწევა

რომელ ქვეყნებში შეუძლიათ ქართველებს ლეგალურად დასაქმება

„გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე განცხადების მიხედვით, საელჩოს ან საკონსულოს პირველი მარტიდან დაჩქარებული ვიზის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეებს მიმართვა უკვე შეუძლიათ. ვიზის საფასური კი 75 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები