LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებს ერაყში საფრთხე არ ემუქრებათ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

152
123119iraqus-960x540

ერაყში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზეა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ერაყში საფრთხე არ ემუქრებათ. მათი უმეტესობა ქურთისტანის რეგიონში, სამ ქალაქშია კონცენტრირებული.ვითარება აღნიშნულ პროვინციაში მშვიდია.

საელჩო ასევე ავრცელებს 24 საათიანი ცხელი ხაზის ნომერს – +962 797 299 799

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტის განკარგულებით, ირანელი გენერალის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო რეგიონში ბოლო სამი დღეა სიტუაციაა დაძაბული.

პარალელურად, ამერიკელი დემონსტრანტები ირანელი გენერლის მკვლელობას გმობენ. გაეროსა და ევროკავშირში კი მოლაპარაკებები იმართება.

ტრამპი ირანს აფრთხილებს: აშშ-მ 52 ირანული ობიექტი მიზანში ამოიღო

"ირანი თუ შურს იძიებს, აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და ძლიერი"

ვითარების დეესკალაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ვითარების უკიდურესად გამწვავების ფონზე კი რიგი ქვეყნები, მათ შორის ბრიტანეთი, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ერაყსა და ირანში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.