LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მონაგარი: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო

38

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოს გრან პრის გათამაშება დასრულა. დღეს, მედლებისთვის 5 წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჭიდაობდნენ. გოგონებმა ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობა 78 და +78 კილოში, ხოლო ვაჟებმა 90, 100 და +100 კილოში გაარკვიეს. საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე 13 ძიუდოისტი – 12 ვაჟი და 1 გოგონა გავიდა და წინასწარი შეხვედრების შემდეგ მედლისთვის ბრძოლა მხოლოდ ბექა ღვინიაშვილიმა (100 კგ) გაგრძელა, ვინც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკ სოიბ კურბანოვს სუფთა გდებით მოუგო, 120 სარეიტინგო ქულა მიითვალა და რიოს ოლიმპიადისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე გამოსვლა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

 
27 მარტი. ახალი სპორტის სასახლე. თბილისის ძიუდოს გრან პრი
ქალები
78 კგ
1. მარინდა ვერკერკი (ჰოლანდია)
2. გუუს სტენჰუისი (ჰოლანდია)
3. მაირა აგუიარი (ბრაზილია)
3. ნატალი პაუელი (დიდი ბრიტანეთი)

+78 კგ
1. კაირა საიტ (თურქეთი)
2. მარია ალტემანი (ბრაზილია)
3. მარინა სლუცკაია (ბელარუსი)
3. მაა სისი (ჩინეთი)

ვაჟები
90 კგ
1. ნოელ ვან ენდი (ჰოლანდია)
2. მარკუს ნიმანი (შვედეთი)
3. სელიო დიასი (პორტუგალია)
3. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)

100 კგ
1. მარტინ პაჩეკი (შვედეთი)
2. ჯავად მანჰუბი (ირანი)
3. ხორხე ფონსეკა (პორტუგალია)
3. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

+100 კგ
1. ორ სასონი (ისრაელი)
2. როი მეიერი (ჰოლანდია)
3. მაციე სარნასკი (პოლონეთი)
3. რაფაელ სილვა (ბრაზილია)

 

 

uniInc (5)

uniInc (1)

uniInc (2)

uniInc (3)

uniInc (4)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები