LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს

87
226252890-4346985028659352-3841530440284200552-n

მიმდინარე წელს, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს. ლიბანური ავიაგადამყვანი Middle East Airlines (MEA) მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი – თბილისი – ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის 31 ივლისიდან 18 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (შაბათი), Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს, 30 ივლისს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები