საქართველოს მიმართულებით ფრენები ირანულმა ავიკომპანია ,,Iran Air”-მა დაიწყო.
მიმდინარე წლის 27 მარტიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელება ავიაკომპანია ,,Iran Air”-მა დაიწყო. თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.18), კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 მარტს მიენიჭა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ და ჩარტერულ საავიაციო მიმოსვლას ავიაკომპანიები: Georgian Airways, Myway Airlines, ATA Airlines, Taban Airlines, Qeshm Airlines, Zagros Airlines, Kish Air და Iran Aseman Airlines ახორციელებენ.