LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მელიორაციამ“ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

86

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“  ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში წყლის მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ.

პირველი შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში  ჩატარდა, სადაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ წვეთური ირიგაციის  გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საპილოტე პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ბაკურციხის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია და  სარწყავი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ 580 ჰექტარი სავარგულების მოსარწყავად წვეთური ირიგაციის მეთოდი გამოიყენონ.

”ირიგაციის ეს  მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას”, – განმარტავენ ”საქართველოს მელიორაციაში”.

მათივე ინფორმაციით, ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების  ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყლის მომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები