LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია: Foreign Policy

412
22

საქართველოს, სამხრეთ კორეის, ტაივანის, კანადის, ისლანდიის მაგალითებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია. ამის შესახებ სტატიას  ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს.

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს პანდემიის ეპიცენტრია. ეპიდოლოგები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი მომდენო თვეში კიდევ უფრო გაიზრდება.

პანდემიის  ფონზე აშშ-ს პრეზიდენტმა და მსოფლიოს სხვა ლიდერება კრიტიკა გამოთქვეს ნელი და არაეფექტური რეაგირების გამო, რადგან გაირკვა, რომ კორონავირუსი არ მოიცავდა მხოლოდ ჩინეთს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა სინგაპური, სამხრეთ კორეა, საქართველო და კანადა პრევენციული ზომები ბევრად უფრო ადრე დაიწყეს, როდესაც მიიჩნეოდა, რომ საშიში სიტუაცია მხოლოდ ჩინეთში იყო.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ზოგიერთი ქვეყნის წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა.

სტატიაში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ  ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს რეაგირება დროული იყო. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ქვეყნის ეკონომიკაც რთულ მდგომარეობაშია, საქართველომ ვირუსის წინააღმდეგ ზომების გატარება თებერვლის ბოლოს დაიწყო. ქვეყანაში დაიხურა სკოლები, თეატრები და დაიწყო დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება. საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს“, – ვკითხულობთ სტატიაში საქართველოს შესახებ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო გაჭირვებას მიჩვეულია, რადგან ქვეყანაში იყო რამდენიმე სამოქალაქო ომი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდე მძიმე 90-იანი წლები გამოიარა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პანდემიად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. მეცნიერებისა და ექიმების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან გვიან მოხდა და ბევრმა ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლის დაწყება დააგვიანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები