საქართველოს კულტურულ მარშრუტებზე აპლიკაცია შეიქმნა.მისი დახმარებით ნებისმიერ ტურისტს და ადგილობრივ მცხოვრებს შეეძლება თავად დაგეგმოს მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალი.
აპლიკაცია ანდროიდ პლატფორმოსთვის არის შექმნილი და საქართველოს კულტურულ მარშრუტებს მოიცავს. მომდევნო ეტაპზე აპლიკაცია iOS პლატფორმისთვისაც მომზადდება.
სპეციალური მობილური აპლიკაცია დღეს ეროვნულ მუზეუმში ღონისძიებაზე სახელწოდებით “კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა” წარადგინეს.
განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ღონისძიებაზე ორი ახალი მარშრუტიც წარადგინა: ალექსანდრე დიუმას გზა სამხრეთ კავკასიაში და გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა. სერტიფიცირებული მარშრუტების პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე უძღვებოდნენ.
2021 წელს საქართველო ევროპის საბჭოს ყოველწლიურ მე-11 ფორუმს უმასპინძლებს. საქართველოს პრემიერმინისტრმა მასპინძელ ქალაქად დღეს ქუთაისი დაასახელა. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას ევროსაბჭოს ქვეყნების 300-მდე დელეგატი (მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, კულტურის სფეროს მსხვილი ინსტიტუციების ხელმძღვანელები, ექსპერტები) დაესწრება