LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კიდევ ერთი თანამედროვე სოფელი შეემატება – ველისციხე სრულად განახლდება

180
202106674-5889618564412003-174112731607799032-n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ველისციხის ურბანული განახლების პროექტის  მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, თეატრის მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეატრის ფასადისა და I სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ასევე, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა.

პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკური შესაძლებლობებს გააჩენს.

ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები