LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეისწავლოს საარჩევნო პროცესში წარდგენილი ყველა საჩივარი – პარტიებს დიალოგში ჩართვისკენ მოვუწოდებ: ტინი კოქსი

67
fortuna.ge (5)

წინასაარჩევნო კლიმატი საქართველოში დაძაბული იყო, ეს დაძაბულობა არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა და ახლაც გრძელდება, – ამის შესახებ ჰოლანდიელმა დეპუტატმა ტინი კოქსმა განაცხადა, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამეტო არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინა.

„საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასების თანახმად, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და ფუნდამენტური თავისუფლება ძირითადად დაცული იყო, საერთო ჯამში, დაცული იყო, თუმცა ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა, არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის, ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. საზოგადოებრივ აღქმაზე მათ მიუკერძოებლობასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ტინი კოქსმა.

მისივე თქმით, ამ არჩევნების მთავარი პრობლემა იყო არა მისი თავისუფლების, არამედ სამართლიანობის დონე. მისი განმარტებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნის თანხმად, საარჩევნო კამპანიის დროს მმართველმა პარტიამ სათანადოდ არ დაიცვა ზღვარი მასსა და სახელმწიფოს შორის.

„მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა კი ის არის, რომ სხვა პარტიებმა გადაწყვიტეს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ახალი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობისთვის. ჩვენმა თანამომხსენებლებმა უკვე მოუწოდეს ყველა პარტიას, საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის გამო მიიღონ საპარლამენტო მანდატები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩეველი წარმოადგინო. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეისწავლოს საარჩევნო პროცესში წარდგენილი ყველა საჩივარი. მმართველ პარტიებს და სხვა პარტიებს კი დიალოგში ჩართვისკენ მოვუწოდებ, რაც არსებული პრობლემების დასაძლევად მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა ტინი კოქსმა.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სხდომაზე საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა. მთავარი მომხსენებელი ტინი კოქსი იყო, რომელიც არჩევნების დროს საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები