LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარზე“ კინოთეატრებში ბრუნდება!

155

საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის – ზაზა ხალვაშის „ნამე“ კინოთეატრებში ბრუნდება!

მაყურებელთა თხოვნით, „ნამეს“ ჩვენებები კინოთეატრ „ამირანში“ ერთი კვირის მანძილზე, 4-10 ოქტომბერს 19:30 საათზე გაიმართება.

„ნამეს“ პირველ ჩვენებას, 4 ოქტომბერს ფილმის გადამღები ჯგუფი დაესწრება. მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება კითხვები დაუსვას ფილმის ავტორებს. დისკუსიას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი გაუძღვება.

„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ფილმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

„ნამე“ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ წელს საქართველოდან „ოსკარის“ კანდიდატ ფილმად შეარჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები