“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG) ზუგდიდში ახალი ამბულატორიული კლასტერის გახსნაზე განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია ”ფორტუნას” კომპანიაში დაუდასტურეს.
მათივე თქმით, ჯგუფის სხვა კლასტერების მსგავსად, ზუგდიდის საავადმყოფოც ყველა ასაკის მომხმარებლებს მოემსახურება და მათ ფართო სპექტრის ამბულატორიულ -პოლიკლინიკურ მომსახურებას შესთავაზებს, მათ შორის ფუნქციონალურ დიაგნოსტიკას, ასევე კლინიკურ, ბიოქიმიურ და სეროლოგიურ ლაბორატორიულ კვლევებს.
”ახალი ამბულატორიული კლასტერის გახსნა ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ახალი კლინიკების ქსელის შექმნას გულისხმობს”, – განმარტეს ”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში”.