LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს: სერბეთი მოგების მოლოდინშია

21

საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ითამაშებს. მეტოქე ძლიერია: სერბეთი, რომელიც მართალია საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ჩვენთვის მაინც ძალიან რთულია. სერბები ბუნებრივია მუნდიალის საგზურისთვის იბრძვიან და შესაბამისად თბილისში მხოლოდ სამი ქულისთვის ჩამოვიდნენ.

 

ახლა უკვე კარგები ვართ

მატჩის წინ სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა პრესკონფერენცია გამართა.

სლავოლიუბ მუსლინი:


“ვიცით, რომ საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს, რთული თამაში გველის, მაგრამ აქ მოგებისთვის ჩამოვედით.
ჩვენს მეტოქეს მოგება არ აქვს, თუმცა ვფიქრობ, თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, საქართველო მეტ ქულას იმსახურებს.

საქართველოს ნაკრებს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ახალმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შექმნა ძლიერი გუნდი, დისციპლინირებული ნაკრები.

ადრე ჩვენს სრულ პოტენციალს ვერ ვამჟღავნებდით, თუმცა ახლა ყოველ მომდევნო თამაშში უკეთ და უკეთ ვთამაშობთ. ჩვენ ძალიან ძლიერი მოთამაშები გვყავს. ჩვენმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრები იმ დონეზე ჩაატარა, როგორც გვსურდა და კმაყოფილი ვარ მათი თამაშით”.

 
ყველას შეუძლია ყველას მოუგოს

სერბეთის ნაკრების კაპიტანმა ბრანისლავ ივანოვიჩმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ბრანისლავ ივანოვიჩი:


“თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული ჯგუფი შეგვხვდა, ყველა გუნდი ერთი დონისაა, თითოეულს შეუძლია ნებისმიერი ნაკრების დამარცხება.

ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ, რთული თამაში გველის, საქართველოს ნაკრებს კარგი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მოსაგებად ვითამაშებთ. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, სხვებსაც სწორედ ეს მიზანი აქვთ. ბოლო დროს ხარისხიანად თამაში დავიწყეთ და წინ არაერთი რთული შეხვედრა გველის, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის, ნაკრებისთვის ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ და იმედი გვაქვს, ამ შეხვედრაშიც ჩვენთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები