პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სტუმრობენ. ამერიკელი სკაუტები საბჭოთა არქიტექტურისა და საბრძოლო სცენების გადაღების მიზნით, ლოკაციების შერჩევას გეგმავენ.
სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ყაზბეგსა და ბათუმში.
სტუმრებისთვის შედგენილი ტური 22 სექტემბერს დასრულდება. ვიზიტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
2016 წლიდან პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში სცენები არაერთმა ევროპულმა, აზიურმა და ამერიკულმა კომპანიამ უკვე გადაიღო.