საქართველო და თურქეთი ევროპა – აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარებას განიხილავენ. ინიციატივა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე დააყენა.
”საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის დღის წესრიგში”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრის შემდეგ.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს იქნება უმოკლესი გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ჩინეთიდან გერმანიამდე მდებარე ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს, რაც დიდ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოუტანს არამარტო ჩვენს სახელმწიფოებს, არამედ მასში ჩართულ ყველა სახელმწიფოებსაც.